Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: შორენა ლორთქიფანიძე


შორენა ლორთქიფანიძე საქართველო-თურქეთის ურთიერთობაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:33:21 0:00

24 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო შორენა ლორთქიფანიძე, პოლიტოლოგი, "თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს" წარმომადგენელი. მან ილაპარაკა საქართველო-თურქეთის ურთიერთობაზე და ფაქტორებზე, რომლებიც განსაზღვრავს ამ ურთიერთობებს.

შორენა ლორთქიფანიძე "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:48:54 0:00
გადმოწერა

გასული წლის ივლისში თურქეთში არშემდგარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა თურქეთის ხელისუფლების საშინაო და საგარეოპოლიტიკურ ნაბიჯებზე. თუმცა, ამ ფონზე კვლავაც აქტუალურია ის საერთო ინტერესები, რაც საქართველოსა და თურქეთს აქვთ რეგიონში. შორენა ლორთქიფანიძემ ილაპარაკა თურქეთის რთულ უახლეს ისტორიაზე და ფიქრობს, რომ თურქეთში არსებული ვითარება დიდხანს ვერ გასტანს, რადგან ეს ძალიან საზიანოა ქვეყნისთვის. რეპრესიული პოლიტიკის გატარებას სჭირდება დიდი სახელმწიფო რესურსი, რაც თავის მხრივ აკლდება სხვა მიმართულებებს - უსაფრთხოებას, ეკონომიკას და ა.შ.. ამას თურქეთი დიდხანს ვერ გაუძლებს. შორენა ლორთქიფანიძეს სჯერა, რომ ამის გამო თურქეთის ხელისუფლებას მოუწევს თავისი პოლიტიკის ადაპტაცია გამოწვევებთან და ის არ წავა ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ. რაც შეეხება საქართველო-თურქეთის ურთიერთობას, ყველა გამოწვევის მიუხედავად, პოლიტოლოგი მნიშვნელოვნად თვლის კონცენტრაციას იმ კატეგორიის საკითხებზე, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG