Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: შალვა შავგულიძე


სტუმრად ჩვენს ეთერში: შალვა შავგულიძე
please wait

No media source currently available

0:00 0:42:07 0:00

18 აგვისტოს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო შალვა შავგულიძე, "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე. მან ილაპარაკა პარასკევს საღამოს უმრავლესობის ინიციატივით დაგეგმილი შეხვედრისწინა მოლოდინებზე. შალვა შავგულიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოპოზიციისთვის პრინციპულია დიალოგის დაწყება იმ პოზიციიდან, რომ პოლიტიკური ძალები განიხილავენ საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას. მან აღნიშნა, რომ მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფორმატში ცვლილებებზე მუშაობის პროცესი დაიწყო და დაასრულა მოცემულობით - რომ ლაპარაკი იყო საპარლამენტო მოდელსა და სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაზე. საყოველთაო-სახალხო განხილვის ეტაპმაც ცვლილებების ამ პროექტით ჩაიარა. პოლიტიკური დისკუსია კომისიის ფარგლებში მიმდინარეობდა სწორედ იმაზე დაფუძნებით, რომ ქვეყანა გადადიოდა სრულად პროპორციულ სისტემაზე. მმართველი ძალის ერთპიროვნული გადაწყვეტილება იყო უკვე ის, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული სისტემით ჩატარდეს. შალვა შავგულიძე არ ანიჭებს დიდ წონას პროექტის იმ ნაწილს, რომლითაც 2024 წლიდან სრულად პროპორციული სისტემა ამოქმედდება, რადგან დღეს სრულიად შეუძლებელია იმის გარანტირებულად განსაზღვრა რას მოისურვებს მმართველი ძალა შვიდი წლის შემდეგ.

XS
SM
MD
LG