Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: პაატა ბაირახტარი


5 ივნისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო პაატა ბაირახტარი, "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" (აფბა) ვიცეპრეზიდენტი. მან ილაპარაკა ბანკებთან და ფინანსურ ორგანიზაციებთან მომხმარებელთა ურთიერთობის რისკებზე. გადაცემის პირველი ნაწილი დაეთმა ფინანსური პირამიდის პრინციპით მომუშავე ორგანიზაციებზე საუბარს. პაატა ბაირახტარმა განმარტა ფინანსური პირამიდის მუშაობის პრინციპი და ასეთი ორგანიზაციის გაკოტრების გარდაუვალ რისკზე და იმაზე, რომ გაკოტრება მხოლოდ დროის საკითხია. აფბა-ს ვიცეპრეზიდენტმა ახსნა ის ნიშნები, რაც ფინანსური პირამიდის კრიზისულ მდგომარეობაზე შეიძლება მიანიშნებდეს და რა დროსაც მომხმარებელი კიდევ უფრო მეტად უნდა ერიდოს მასთან საქმის დაჭერას. პაატა ბაირახტარმა ილაპარაკა ბანკებიდან სესხის აღების რისკებზე და იმ მიზეზებზე, რის გამოც საქართველოში ძალიან მაღალია საბანკო დავალიანების მქონე მოსახლეობის რაოდენობა. "საერთაშორისო სავალუტო ფონდის" 2015 წლის მონაცემებით, საქართველო თურქეთის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს 1000 სულ მოსახლეზე ბანკის დავალიანების მქონე ადამიანების რაოდენობით (675,5). "დილის საუბრების" სტუმრის განმარტებით, სახელმწიფო ვერ დაარეგულირებს ყველაფერს და ვერ დაარღვევს ბაზრის პრინციპებს, თუმცა, შეუძლია იზრუნოს მეტად კონკურენტული გარემოს შექმნასა და თაღლითური სქემებით მუშაობისთვის სანქციების გამკაცრებაზე. ერთ-ერთი პრობლემა, რაზეც პაატა ბაირახტარმა გაამახვილა ყურადღება, მოსახლეობის ფინანსური განათლების დეფიციტი და ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობისას უპასუხისმგებლო, უყურადღებო დამოკიდებულებაა.

პაატა ბაირახტარი "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:49:10 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG