Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ოლიკო შერმადინი


ოლიკო შერმადინი გახმაურებულ საქმეებზე
please wait

No media source currently available

0:00 0:25:49 0:00

18 სექტემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ოლიკო შერმადინი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" იურისტი. მან ილაპარაკა გახმაურებული საქმეების შესახებ ინფორმაციის დეფიციტზე. გასული კვირის ბოლოს ორგანიზაციამ გამოაქვეყნა რამდენიმე ათეული საქმის ჩამონათვალი, რომელთა შესახებაც მოითხოვა ინფორმაცია პროკურატურისგან და უარი მიიღო. ოლიკო შერმადინმა განმარტა, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროკურატურისგან სურდა ინფორმაციის მიღება იმის შესახებ მიმდინარეობს, შეწყდა, თუ დასრულდა გამოძიება ჩამოთვლილ საქმეებზე. ამდენად, ორგანიზაცია უსაფუძვლოდ თვლის პროკურატურისგან უარის მიღებას ინფორმაციის გაცემაზე და აპირებს სამართლებრივი გზით მიაღწიოს მიზანს. "საერთაშორისო გამჭვირვალობა" გახმაურებულ საქმეებს რამდენიმე ჯგუფად ყოფს: "უკანონო თვალთვალი/ფარული ჩანაწერების გავრცელება", "სამართალდამცავთა მიერ დანაშაულის ჩადენის შესაძლო შემთხვევები", "წინასაარჩევნო პერიოდში მომხდარი დაპირისპირებები" და "სხვა გახმაურებული საქმეები". არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს: "დროულად გასაჯაროვდეს ინფორმაცია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ყველა საქმეზე დამდგარი შედეგის შესახებ" და პარლამენტს: "დაინტერესდეს გახმაურებული საქმეების გამოძიებით და საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში მთავარი პროკურორისგან მოისმინოს მათი მიმდინარეობის შესახებ".

ოლიკო შერმადინი "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:32:50 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG