Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ნონა ქურდოვანიძე


3 აპრილს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნონა ქურდოვანიძე, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" (საია) იურიდიული დახმარების ცენტრის კოორდინატორი. მან ილაპარაკა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათ კოდექსის შესახებ. ნონა ქურდოვანიძემ განმარტა, რომ საჭიროა ახალი კოდექსის მიღება და რიგი პრინციპების დაცვა იმისათვის, რომ უფრო სრულფასოვანი იყოს სასამართლო პროცესი და ეფექტიანად მოხდეს სამართალდამრღვევის უფლებების დაცვა. ნონა ქურდოვანიძის თქმით, სწორედ ამ მიზნით საჭიროა სისხლისსამართლებრივი ხასიათის სამართალდარღვევების სისხლის სამართლის კოდექსში გადატანა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ერთ-ერთ ხარვეზად ნონა ქურდოვანიძე ზოგიერთი პოზიციის არასრულფასოვნებას და ბუნდოვანებას თვლის. ახალი კოდექსის შემუშავების საჭიროებას იზიარებს საქართველოს ხელისუფლებაც და საგანგებოდ შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა, რომელშიც საიას წარმომადგენელიც იყო, შეიმუშავა პროექტი, რომელიც ჯერ პარლამენტში არ შესულა.

ნონა ქურდოვანიძე "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:49:49 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG