Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ნინო ცუხიშვილი და სოფო ჭარელი


11 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ ნინო ცუხიშვილი და სოფო ჭარელი, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" (საია) საპარლამენტო მდივნები. ისინი არიან აგრეთვე თანაავტორები საია-ს ანგარიშისა, რომელიც პარლამენტის საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობის შეფასებას ეხება. ანგარიში მოიცავს მე-9 მოწვევის პარლამენტის 2016 წლის საშემოდგომო და 2017 წლის საგაზაფხულო სესიების პერიოდს. ავტორებმა საკანონმდებლო მუშაობა გააანალიზეს როგორც შინაარსის, ისე პროცესის წარმართვის თვალსაზრისით და საკანონმდებლო ინიციატივები დააჯგუფეს სამ კატეგორიად: პოზოტიურად; პოზიტიურად, რომლებიც დახვეწას საჭიროებს და ნეგატიურ ინიციატივებად. ანგარიშში შეფასებულია საქართველოს პარლამენტის მიერ დაჩქარებული პროცედურის გამოყენების, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვის სპეციფიკა. შეფასების პერიოდში მოხვდა საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობის პროცესიც. პარლამენტის საზედამხედველო საქმიანობის შეფასებისას გამოვლინდა, რომ საანგარიშო პერიოდში პარლამენტში არ გამართულა სამთავრობო საათი. საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საგამოძიებო კომისიის შექმნა ყოველთვის ინიცირებული იყო საპარლამენტო უმცირესობის მიერ, რაც "როგორც წესი, ვერ პოულობდა უმრავლესობის მხარდაჭერას". ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ კომიტეტები (მცირე გამონაკლისის გარდა) აქტიურად არ იყენებენ საკომიტეტო ფორმატში პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების წარმომადგენლების მიწვევისა და მათი ანგარიშების მოსმენის შესაძლებლობას.

გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG