Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ნინო რობაქიძე


სტუმრად ჩვენს ეთერში: ნინო რობაქიძე
please wait

No media source currently available

0:00 0:34:08 0:00

7 თებერვალს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნინო რობაქიძე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროგრამის მენეჯერი, მედიანალიტიკოსი. მან ილაპარაკა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმაზე და იმ გამოწვევებზე, რის წინაშეც დგას საზოგადოებრივი მაუწყებელი, მედია და საზოგადოება. ნინო რობაქიძემ ყურადღება გაამახვილა კონტექსტზე, რომელშიც საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა წარმოადგინა სამოქმედო გეგმა. "დილის საუბრების" სტუმარი უმთავრეს საკითხად თვლის საზოგადოებრივი მაუწყებლობის დამოუკიდებლობას და შესაბამისად მისი რეფორმის დამოუკიდებლად და თანმიმდევრულად წარმართვის შესაძლებლობას. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" 7 თებერვლის განცხადებაში აღნიშნულია: "კითხვებზე პასუხის გაცემა უმნიშვნელოვანესი წინაპირობა იქნება საზოგადოებრივ მაუწყებელზე ეფექტური და რაც მთავარია პოლიტიკურად არამოტივირებული რეფორმის ჩატარებისთვის. ნაჩქარევი გადაწყვეტილებები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს მაუწყებლის რეპუტაციას და შესაძლოა შელახოს არხზე მომუშვე ჟურნალისტების შრომით უფლებები. სამეურვეო საბჭომ გენერალურ დირექტორს უნდა მოსთხოვოს უფრო დეტალური გეგმა და გაითვალისწინოს ის რისკები, რაც არხზე გადაცემების შეჩერებას ახლავს. ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ მაუწყებელში თითოეული ახალი დირექტორი საქმიანობას სწორედ რეორგანიზაციის პროცესით იწყებს, რაც საბოლოოდ დაუსრულებელ რეორგანიზაციას და არასტაბილურ გარემოს ქმნის. არასტაბილური გარემო ნეგატიურად აისახება, როგორც თანამშრომლეთა მოტივაციაზე, ასევე მაყურებელთა ლოიალობაზე მაუწყებლის მიმართ".

სტუმრად ჩვენს ეთერში: ნინო რობაქიძე
please wait

No media source currently available

0:00 0:49:53 0:00
გადმოწერა

XS
SM
MD
LG