Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ნიკა ჩიტაძე


ნიკა ჩიტაძე ცხინვალის არჩევნებსა და სირიის საკითხზე
please wait

No media source currently available

0:00 0:42:27 0:00

10 აპრილს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნიკა ჩიტაძე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი. გადაცემის პირველ ნაწილში ის გამოეხმაურა ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმს დე ფაქტო რესპუბლიკის სახელის შეცვლის შესახებ.

ნიკა ჩიტაძე "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:49:32 0:00
გადმოწერა

ნიკა ჩიტაძე თვლის, რომ ეს არჩევნები და რეფერენდუმი ვერაფერს ცვლის ვერც დე იურე და ვერც დე ფაქტო. რეფერენდუმს კი ის რუსეთის პროპაგანდის ნაწილად თვლის, იმ მითის გასამართლებლად, რომელიც, რუსეთის გათვლით, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიის რუსეთთან მიერთებას შეუწყობდა ხელს. ნიკა ჩიტაძემ ამ მითის გასაქარწყლებლად ილაპარაკა ისტორიულ ფაქტებზე, რაც წინააღმდეგობაშია რუსეთის პროპაგანდასთან. გადაცემის მეორე ნაწილი დაეთმო სირიის საკითხს და აშშ-ის 7 აპრილის სამხედრო ოპერაციის გამაპირობებელ ფაქტორებზე საუბარს. ნიკა ჩიტაძის აზრით, ამერიკამ დაასრულა ობამას ადმინისტრაციის მიერ აღებული პაუზა, რაც გულისხმობდა სირიის საკითხში აქტიური ჩარევისგან თავის შეკავებას. პოლიტოლოგის აზრით, ამ ეტაპზე აშშ-ის და დასავლეთის ამოცანა უნდა იყოს, თუნდაც, ლიბიაში მიღებული გაკვეთილის გათვალისწინება - რომ ასადის ხელისუფლებიდან მოცილებამ უარესი რეალობა არ შექმნას ქვეყანაში. ამისათვის, ნიკა ჩიტაძის თქმით, მნიშვნელოვანია სირიის ზომიერი ოპოზიციის მხარდაჭერა.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG