Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ნატა ძველიშვილი


ნატა ძველიშვილი მედიის თავისუფლების სახელისუფლებო გაგებაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:34:11 0:00

7 მარტს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნატა ძველიშვილი, "ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" აღმასრულებელი დირექტორი. მან ილაპარაკა მედიის თავისუფლებისა და მედიაპლურალიზმის საკითხზე საქართველოს ხელისუფლების პოზიციებზე.

ნატა ძველიშვილი "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:49:25 0:00
გადმოწერა

ნატა ძველიშვილის თქმით, ხელისუფლება ცდილობს საზოგადოების დარწმუნებას, რომ მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებული კითხვები და პრობლემები სინამდვილეში არ არსებობს. "დილის საუბრების" სტუმარმა მსმენელს მოუთხრო პრემიერ-მინისტრთან 6 მარტის შეხვედრაზეც და აღნიშნა, რომ სამოქალაქო საზოგადოების მიწვეული წარმომადგენლები ხელისუფლებამ გამოიყენა მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შესახებ ინიციატივის გასაჟღერებლად. სინამდვილეში კი შეხვედრაზე განხილვის ცენტრალური თემა არ ყოფილა მედიაომბუდსმენის ინსტიტუტი და სტუმრებსაც ეს ინიციატივა შეხვედრაზე არ შეუფასებიათ. ნატა ძველიშვილი თვლის, რომ მედიის საქმიანობის კონტროლისა და რეგულირების სურვილი დროდადრო უჩნდება ხელისუფლებას. თუკი ხელისუფლება თვლის, რომ უცხოელი, ავტორიტეტიანი მედიაექსპერტები უნდა მოიწვიოს და მათ რჩევას მოუსმინოს, ამის გაკეთება შეუძლია ახლაც - მათი რეკომენდაციების შესრულების გზით.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG