Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: მაია ბითაძე


სტუმრად ჩვენს ეთერში: მაია ბითაძე
please wait

No media source currently available

0:00 0:42:45 0:00

1 მარტს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მაია ბითაძე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე. მან ილაპარაკა "გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის" პროექტზე, რომლის საკომიტეტო განხილვაც დაიწყო პარლამენტში. კანონპროექტი ორი წლის განმავლობაში მუშავდებოდა და ის არის პასუხი ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმების დირექტივებზე. ახალი კოდექსით სრულიად ახლებურად მოწესრიგდება გარემოზე ზემოქმედების შეფასების საკითხები. "ეს კოდექსი არის უმნიშვნელოვანესი ფუნდამენტი იმისთვის, რომ სწორ გარემოსდაცვით მმართველობას დაედოს საფუძველი იქ, სადაც თითოეული ადამიანის ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება არის დაცული", - თქვა "დილის საუბრებში" მაია ბითაძემ. მისი აზრით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროს დაახლოებით ათწლიანმა დერეგულაციამ მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა სახელმწიფო, უკმაყოფილება გამოიწვია მოსახლეობაში და ბიზნესსექტორში. ახალი კოდექსის არეალშია ბევრი საქმიანობა, რომელიც დღემდე არ საჭიროებდა გარემოზე ზემოქმედების შეფასებას. ასეთებს შორის მინისტრის მოადგილემ დაასახელა წიაღისეულის მოპოვება. კოდექსით გათვალისწინებულია სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სისტემის შექმნა იმისათვის, რომ სხვადასხვა სექტორის დაგეგმვის პროცესი წარიმართოს გარემოს დაცვისა და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის ასპექტების გათვალისწინებით. ბითაძემ გამოყო, აგრეთვე, ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის შემოღება. "დილის საუბრების" სტუმარმა აღწერა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების სხვადასხვა ეტაპზე საზოგადოების მონაწილეობის ფორმები და ხაზი გაუსვა სახელმწიფოს როლსა და პასუხისმგებლობას, რაც ახალი კოდექსით განისაზღვრება.

მაია ბითაძე "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:49:22 0:00
გადმოწერა

XS
SM
MD
LG