Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ლევან ნატროშვილი


26 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ლევან ნატროშვილი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროგრამის მენეჯერი. მან ილაპარაკა სახელმწიფო შესყიდვებზე 2015-2017 წლებში და ტენდენციებზე, რომლებიც ორგანიზაციის მიერ მონაცემების ანალიზის შედეგად გამოიკვეთა. კერძოდ, შესწავლილი იყო პერიოდი 2015 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 30 ივნისამდე. არსებული მონაცემებით იკვეთება, რომ ამ პერიოდში გაიზარდა (33,7%-დან 37%-მდე) გამარტივებული შესყიდვების წილი, აგრეთვე კითხვებს აჩენს კორუფციის მაღალ რისკებთან დაკავშირებული ისეთი შემთხვევები, რომლებიც ახლადდაფუძნებულ კომპანიებსა და პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებულ ბიზნესორგანიზაციებთან მსხვილი კონტრაქტების გაფორმებას უკავშირდება. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანგარიშის თანახმად, 345 ათასი ლარის ღირებულების ხელშეკრულება დაიდო კომპანიებთან, რომლებიც მათთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დარეგისტრირდნენ, ან ხელშეკრულების გაფორმებამდე რამდენიმე დღით ადრე. ლევან ნატროშვილმა ილაპარაკა პოლიტიკური კორუფციის რისკებზეც. ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ 150-მდე კომპანიასთან დაკავშირებულმა 140-მდე პირმა მმართველ პარტიას 6 მილიონამდე ლარი შესწირა. აღნიშნული კომპანიების მიერ მიღებული ხელშეკრულებების საერთო ღირებულებამ კი დაახლოებით 75 მილიონი ლარი შეადგინა. ტენდერის გზით 6,1 მილიარდი ლარის ღირებულების 66600-ზე მეტი ხელშეკრულება დაიდო. როგორც ლევან ნატროშვილმა აღნიშნა, ტენდერებში არ არის ხოლმე მაღალი კონკურენცია და ხშირია ერთი კომპანიის მონაწილეობაც. ყველაზე მაღალი ღირებულების მქონე ტენდერები თურქეთში რეგისტრირებულ კომპანიებზე მოდის, რიგით მეორე კი აზერბაიჯანია. ნიშანდობლივია შეუსრულებელი ტენდერების სტატისტიკაც. ლევან ნატროშვილმა აღნიშნა, რომ პროკურატურა უნდა დაინტერესდეს ხელშეკრულებებით, რომლებიც მაღალი კორუფციული რისკის შემცველია.

ლევან ნატროშვილი "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:25:03 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG