Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ლევან გერაძე


სტუმრად ჩვენს ეთერში: ლევან გერაძე
please wait

No media source currently available

0:00 0:42:50 0:00

8 აგვისტოს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ლევან გერაძე, "მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტი - საქართველოს" ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგებზე. ლევან გერაძე თვლის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, კერძოდ - აფხაზეთში, საზოგადოება ჩაუღრმავდა თავის რეალურ პერსპექტივებს, აცნობიერებს არსებულ ვითარებას და იწყებს ალტერნტივის ძიებას. ამითაც ხსნის ის მოსკოვის მეტ ყურადღებას აფხაზეთის მიმართ. ლევან გერაძე ლაპარაკობს ოკუპაციის შესახებ საერთო-სახალხო დისკუსიის, საზოგადოების მხრიდან ყურადღების, აკადემიური წრეების აქტიური ჩართულობის ნაკლებობაზე. ის წუხს, რომ კონფლიქტების მოგვარება, დევნილების დაბრუნება საზოგადოებისთვის პირველ საკითხთა შორის აღარ არის. შესაბამისად ალაგებენ პოლიტიკურ გზავნილებს პოლიტიკოსებიც, რადგან ისინი ხვდებიან, რომ ახლო ვადაში მოგვარებადს და მომხიბვლელს ვერაფერს დაპირდებიან ამომრჩეველს. ლევან გერაძე ერთ-ერთ გამოწვევად ასახელებს ახალგაზრდობის ადეკვატურად ინფორმირებას. რაც შეეხება ომით დაზარალებულ ადამიანებს და ოკუპაციის ზოლის მიმდებარედ მცხოვრებთა პრობლემებს, ლევან გერაძე თვლის, რომ, ვიდრე პრობლემა სრულად არ მოგვარდება, მათთვის გაკეთებული საქმე ვერასდროს იქნება საკმარისი. ამასთან, ამბობს, რომ უნდა გააქტიურდეს მუშაობა ოკუპაციის ხაზისპირა სოფლებში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

ლევან გერაძე "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:49:20 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG