9 ნოემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო კორნელი კაკაჩია, პოლიტოლოგი. მან ილაპარაკა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ და იმ სავარაუდო მიზეზებზე, რამაც განაპირობა დონალდ ტრამპის მკვეთრი უპირატესობა.
კორნელი კაკაჩია თვლის, რომ აშშ-ის ამომრჩეველი არჩევნის გაკეთებისას უპირატესად ფიქრობდა თავის პრობლემებზე და დონალდ ტრამპმა, როგორც ჩანს, მათ უმრავლესობას გააგონა ის, რისი გაგონებაც სურდათ. პოლიტოლოგის აზრით, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი აჩვენებს იმ პროტესტსაც, რაც ამერიკელებს პოლიტიკური ელიტის მიმართ ჩამოუყალიბდათ ბოლო წლების განმავლობაში.