Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონსტანტინე კანდელაკი: "პოლიტიკურ ელიტას აქვს მართვის სადავეების ხელიდან გაშვების შიში"


6 მარტს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო კონსტანტინე კანდელაკი, "სამოქალაქო კულტურის განვითარების ცენტრის" ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა დეცენტრალიზაციასა და თვითმმართველობაზე საქართველოს მთავრობის მიერ 5 მარტს წარმოდგენილ ხედვაზე. რა იყო და არის ბარიერი საქართველოს ხელისუფლებებისთვის? ამ შეკითხვაზე კონსტანტინე კანდელაკის პასუხია: "პირველ რიგში პოლიტიკური ნება!". საქართველომ დღემდე ვერ თქვა უარი სახელმწიფოს ცენტრალიზებულ მართვაზე, იმისდა მიუხედავად, რა ამოცანებს ეხება საქმე. "დილის საუბრების" სტუმრისთვის კითხვებს აჩენს მთავრობის მიერ გამოცხადებული რვაწლიანი ვადა თვითმმართველობის რეფორმისთვის, რასაც დიდ და არაპროგნოზირებად ვადად თვლის. სწორედ ეს უჩენს კონსტანტინე კანდელაკს ეჭვს, რომ რეალური, ეფექტიანი რეფორმა არ გატარდება: "მთავარია, დღესვე მივცეთ თვითმმართველობებს თავისუფლების რაღაც ხარისხი". მეორე მხრივ, თვითმმართველობის დროში გაჭიანურებული რეფორმა მოსახლეობაში ამყარებს აღქმას, რომ მას თავად არ შეუძლია ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაჭრა და რეფორმის პროცესი მისთვის დისტანციური პროცესია.

გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG