Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: კახა გოგოლაშვილი


კახა გოგოლაშვილი, "რონდელის ფონდის" ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი
კახა გოგოლაშვილი, "რონდელის ფონდის" ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი

28 მარტს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო კახა გოგოლაშვილი, "რონდელის ფონდის" ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული კოორდინატორი. მან ილაპარაკა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონისა წევრ და წევრობის კანდიდატ კიდევ 4 ქვეყანაში უვიზოდ მიმოსვლის ამოქმედების პოლიტიკურ მნიშვნელობაზე. კახა გოგოლაშვილმა განმარტა საერთაშორისო კონტექსტი, რომელშიც ევროკავშირმა მიიღო ეს გადაწყვეტილება. "დილის საუბრების" სტუმარმა აღნიშნა, რომ არსებული სირთულეების მიუხედავად ევროკავშირის მიერ უვიზოდ მიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ნიშნავს, რომ საქართველო მყარად დგას ევროინტეგრაციის გზაზე. კახა გოგოლაშვილმა განმარტა, რომ შემდგომი ევროინტეგრაციის პროცესი, რომლის მიზანიც ევროკავშირში გაწევრიანებაა, სასარგებლოა ქვეყნის განვითარებისთვის. საერთაშორისო კონტექსტის ახსნისას, პოლიტოლოგმა ილაპარაკა რუსეთის ფაქტორზე და ჰიბრიდული ომის სპეციფიკაზე.

კახა გოგოლაშვილი "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:43:36 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG