8 ივნისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო კახა გოგოლაშვილი, "ევროპული კვლევების ცენტრის" ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა ევროკავშირის მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე, მის საერთაშორისო და საშინაო კონტექსტზე. კახა გოგოლაშვილმა განმარტა, როგორც საკითხის ფორმალური მხარე, ისე მისი პოლიტიკური ფასი. მან ილაპარაკა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის დაწესების სავარაუდო ეფექტზე, რომელიც შეიძლება მოახდინოს საქართველოს ამომრჩეველზე. კახა გოგოლაშვილი თვლის, რომ უვიზო მიმოსვლა ხელს შეუწყობს საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროპის და ევროპულობის უკეთესად შეცნობას, ეს არ გულისხმობს მხოლოდ ევროპაში მოგზაურობის გაადვილებას, არამედ უფრო არჩევნის თავისუფლების საკითხია. ეს კი მოქალაქეებისთვის იქნება სტიმული და უფრო ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღების ხელშემწყობი ფაქტორი.