Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ირაკლი ტაბლიაშვილი


ირაკლი ტაბლიაშვილი ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:42:56 0:00

28 თებერვალს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ირაკლი ტაბლიაშვილი, ჟურნალისტი, პოლიტიკური მიმომხილველი, სატელევიზიო გადაცემა "ვექტორის" თანაწამყვანი. მან ილაპარაკა ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილებაზე საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დაწესების შესახებ. ირაკლი ტაბლიაშვილი თვლის, რომ ამ გადაწყვეტილებით ევროკავშირმა გააქარწყლა სკეპტიკოსთა მოლოდინი და დაადასტურა, რომ ხელს არ უშვებს საქართველოს. საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი პასუხი რუსეთის პოლიტიკაზე, რომ საქართველო არის ევროპული სივრცის წევრი. ამავე კონტექსტში ირაკლი ტაბლიაშვილმა მსმენელს შეახსენა საქართველო-ევროკავშირს შორის 2013 წელს ხელმოწერილი ასოცირების შესახებ შეთანხმება და მის ფარგლებში ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შექმნა. "თუ ჩვენ ორი-სამი წლის წინ ვერც ვოცნებობდით იმაზე, რომ უვიზო რეჟიმს მივიღებდით 2017 წლის გაზაფხულისთვის, ახლა შეგვიძლია (რეალურად ვერ ვიოცნებოთ, მაგრამ) რეალურად მივაღწიოთ იმას, რომ არა სამ წელიწადში, მაგრამ, დავუშვათ, ათ წელიწადში გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო", - ამბობს ირაკლი ტაბლიაშვილი. სკეპტიკოსთა დღევანდელი შეფასებების პასუხად, "დილის საუბრების" რესპონდენტმა ილაპარაკა უვიზო რეჟიმის პრაქტიკულ მხარეზეც, რომ ის აუცილებლად გამოიწვევს ევროპასთან საქართველოს მოქალაქეთა მეტ კომუნიკაციას, მათ შორის - მცირე მეწარმეებისთვის, რაც წაადგება მათ ბიზნესს.

ირაკლი ტაბლიაშვილი "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:49:11 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG