Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ონიანი: "მერამდენედ გავებით იგივე მახეში..."


14 მარტს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი ონიანი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე. მან ილაპარაკა რუსეთის მიმართ საქართველოს პოლიტიკაზე. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" არის წევრი კოალიციისა "ევროტლანტიკური საქართველოსთვის", რომელიც განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯებს რუსეთის ხელისუფლების აგრესიული ქმედებების პასუხად. "მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მიაწოდოს საზოგადოებას კონკრეტული ინფორმაცია რუსეთთან სამომავლო ურთიერთობებისა და ამ მხრივ არსებული გამოწვევების მოგვარების ხედვასთან და შესაბამის გეგმებთან დაკავშირებით. მივესალმებით საქართველოს პარლამენტში არსებულ დისკუსიას სპეციალური რეზოლუციის მიღებასთან დაკავშირებით. მოვუწოდებთ პარტიებს გვერდზე გადადონ უთანხმოებები და უმოკლეს დროში გააერთიანონ ძალისხმევა საქართველოს ინტერესების შესაბამისი რეზოლუციის მისაღებად, რომელიც რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმისა და მისი ეფექტური კონტროლის ქვეშ მყოფი სტრუქტურების ქმედებების შეფასების გარდა, მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებზე რეაგირების ეფექტური სანქციების ინსტრუმენტების შექმნისკენ იქნება მიმართული", - ნათქვამია კოალიციის განცხადებაში. გიორგი ონიანი თვლის, რომ ახლა არის უნიკალური დრო, როცა საერთაშორისო თანამეგობრობამ მიაღწია სრულ კონსენსუსს რუსეთთან დამოკიდებულებაში. ამ ვითარების გამოუყენებლობას და საქართველოს მთავრობის მხრიდან რუსეთისგან რაიმე პოზიტიური მოლოდინის შექმნის მცდელობას, გიორგი ონიანი დანაშაულის ტოლფასად თვლის.

გიორგი ონიანი "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:23:47 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG