20 ნოემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ: გიორგი ონიანი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე და ზვიად დევდარიანი, "სამოქალაქო განვითარების სააგენტოს" (CIDA) ხელმძღვანელი. მათ ილაპარაკეს სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენელთა მიერ გასულ კვირაში გამოთქმულ შეფასებებზე. არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებაში შეშფოთებას გამოხატავენ მოქმედი სახალხო დამცველის მიმართ გამოთქმული განცხადებების გამო და მოუწოდებენ "ხელისუფლების მაღალი თნამდებობის პირებს, თავი შეიკავონ მსგავსი განცხადებებისგან, რიტაც ხელს უწყობენ სახალხო დამცველის ინსტიტუტის დაკნინებას და დისკრედიტაციას, განსაკუთრებით - საერთაშორისო საზოგადოების თვალში". გიორგი ონიანმა და ზვიად დევდარიანმა ხაზი გაუსვეს სახალხო დამცველის ინსტიტუტის დამოუკიდებლობის მნიშვნელობას და ილაპარაკეს სახალხო დამცველის პოსტზე ახალი კანდიდატურის შერჩევის პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და მის მიერ აქტიური პოზიციის გამოხატვის საკითხზე.