Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: გიორგი მუმლაძე


სტუმრად ჩვენს ეთერში: გიორგი მუმლაძე
please wait

No media source currently available

0:00 0:36:07 0:00

16 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი მუმლაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარი. მან ილაპარაკა საქართველოს კონსტიტუციის გადახედვის პროექტზე და საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცესში ყველაზე ხშირად წამოჭრილ საკითხებზე. ეს საკითხებია: პრეზიდენტის არჩევის წესი, მიწის საკითხი, ქორწინების საკითხი, საპარლამენტო არჩევნების სისტემა, გაუნაწილებელი მანდატების ერთი პარტიისთვის მინიჭების საკითხი, გადასახადების გაზრდაზე რეფერენდუმის ჩატარების მუხლის გაუქმების საკითხი და ა.შ.. გიორგი მუმლაძემ გაიხსენა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის დრო და კონტექსტი, როცა საკამათო იყო კომისიის შედგენის პრინციპი, მისი მუშაობის ვადა და წინასწარ გამოცხადებული საკითხები. კონსტიტუციონალისტმა აღნიშნა, რომ ახლანდელი ხელისუფლება, ძველის მსგავსად, ცდილობს კონსტიტუციის გამოყენებით ფაქტობრივი ძალაუფლების ინსტიტუციურად გამყარებას. "დილის საუბრების" სტუმარმა ილაპარაკა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზეც, რომლებსაც საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში ყურადღება არ ექცევა. ერთ-ერთ ასეთ საკითხად გიორგი მუმლაძემ დაასახელა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხზე ცვლილების პროექტი, აგრეთვე საკონსტიტუციო სასამართლოს დამასუსტებელი ინიციატივა და ა.შ.. გიორგი მუმლაძე შეეხო კონსტიტუციური პოპულიზმის პრობლემასაც, როცა მმართველი ძალა საკონსტიტუციო ცვლილებებს ამომრჩევლის გულის მოსაგებად იყენებს.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG