Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: გიორგი მუჩაიძე


7 თებერვალს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი მუჩაიძე, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი. მან ილაპარაკა იმ ნაკლოვანებებსა და გამოწვევებზე, რასაც ხედავს მოსახლეობასთან ხელისუფლების სტრატეგიულ კომუნიკაციაში ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის საკითხებზე. ორიოდე დღის წინ კოალიციამ "ევროატლანტიკური საქართველოსთვის" გაავრცელა მიმართვა, რომელშიც განმარტავს გამოწვევებს და ხელისუფლებას სთავაზობს თანამშრომლობას სტრატეგიული კომუნიკაციის დაგეგმვასა და განხორციელებაში: "მიგვაჩნია, რომ აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებაში სტრატეგიული კომუნიკაციის დაგეგმვის, აღსრულებისა და კოორდინაციის პროცესის ინსტიტუციური მექანიზმების შექმნა და მათი ეფექტურად ამუშავებისათვის ხელისუფლების პოლიტიკური ნება. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში აქტიურად იყოს ჩართული ხელისუფლების ყველა რგოლი, სამოქალაქო საზოგადოება და ექსპერტული წრეები, რამდენადაც ერთობლივი ძალისხმევა ეროვნულ დონეზე ძალზედ მნიშვნელოვანია ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკის და მისი სტრატეგიული კომუნიკაციის წარმატებისთვის", - წაიკითხავთ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს კოალიციის წევრი 15 ორგანიზაცია. გიორგი მუჩაიძემ ახსნა რაში ხედავს ის მოსახლეობასთან სტრატეგიული კომუნიკაციის ნაკლებობას, როცა საქმე ეხება საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. "დილის საუბრების" სტუმარი საკითხს განიხილავს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებთან დაპირისპირების ჭრილში და თვლის, რომ ხელისუფლება არასაკმარისად ეფექტიანად მოქმედებს ამ მიმართულებით, რის დასტურადაც მოჰყავს ამერიკის დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ბოლო გამოკვლევა. მასში აღინიშნება ერთი მხრივ ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მომხრეთა კლება და მეორე მხრივ ევრაზიის კავშირში გაწევრიანების მომხრეთა მატება.

გიორგი მუჩაიძე "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:59:20 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG