Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: გიორგი კლდიაშვილი


გიორგი კლდიაშვილი "ღია მმართველობის პარტნიორობაზე"
please wait

No media source currently available

0:00 0:40:57 0:00

8 ივნისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი კლდიაშვილი, IDFI-ს აღმასრულებელი დირექტორი. მან ილაპარაკა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) შესახებ და ამ თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებზე. სულ ახლახან გიორგი კლდიაშვილი აირჩიეს OGP-ის მმართველი კომიტეტის ახალ წევრად. ღია მმართველობის პარტნიორობა 2011 წლის სექტემბერში ბარაკ ობამას ინიციატივით გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დააფუძნა 8 სახელმწიფომ და წარმოადგინეს სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავდა ისეთ ვალდებულებებს, როგორიც არის: გამჭვირვალება, ანგარიშვალდებულება, მოქალაქეების ჩართულობა და ტექნოლოგიური ინოვაციების გაუმჯობესება. საქართველოც შეუერთდა ღია მმართველობის პარტნიორობას და პირველი სამოქმედო გეგმა 2012 წლის აპრილში წარმოადგინა. იუსტიციის სამინისტროში შეიქმნა ღია მმართველობის პარტნიორობის სამდივნო. საქართველოს პარლამენტში კი მოქმედებს დეპუტატებისგან შემდგარი მუდმივმოქმედი საბჭო ღია და გამჭვირვალე მმართველობისთვის. ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში ვალდებულებები განისაზღვრა სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების თანამონაწილეობით. 2016 წელს საქართველო აირჩიეს ღია მმართველობის პარტნიორობის თანათავმჯდომარე ქვეყნად. მიმდინარე წლის ოქტომბრიდან კი ის თავმჯდომარე ქვეყანა გახდება. ღია მმართველობის პარტნიორობის ვალდებულებების შესრულების მთავარი მიზანია მოქალაქეების მეტი ჩართულობა ქვეყნის მმართველობაში.

გიორგი კლდიაშვილი "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:48:45 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG