Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: გიორგი გოგია


18 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი გოგია, "ჰიუმან რაიტს უოჩის" წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში. ხუთშაბათს გამოქვეყნდა "ჰიუმან რაიტს უოჩის" წლიური გლობალური ანგარიში. დოკუმენტის გამოქვეყნებამდე ცოტა ხნით ადრე გიორგი გოგიამ "დილის საუბრების" ეთერში ილაპარაკა გასული წლის ძირითად გამოწვევებზე მსოფლიოსა და საქართველოში. ანგარიშში ასახულია ვითარება მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაში და მოიცავს 2016 წლის ბოლოდან 2017 წლის ნოემბრამდე პერიოდს. ავტორები მთავარ გამოწვევად პოპულიზმს ასახელებენ. დოკუმენტის წინასიტყვაობაში წაიკითხავთ: "შიდა ბრძოლებში პოპულისტური დღის წესრიგით მოცული მსოფლიო დემოკრატიები, მათ შორის - აშშ და დიდი ბრიტანეთი ნაკლებად ცდილობდნენ საზღვარგარეთ ადამიანის უფლებების ხელშეწყობას". "ჰიუმან რაიტს უოჩის" აღმასრულებელმა დირექტორმა კენეთ როთმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო წნეხის ნაკლებობის გამო ეგვიპტის, თურქეთის, საუდის არაბეთისა და მიანმარის მთავრობებს საშუალება მიეცათ ჩაეხშოთ საწინააღმდეგო აზრი და ზოგ შემთხვევაში განეხორციელებინათ ფართომასშტაბიანი სისასტიკე. გიორგი გოგიამ განმარტა, რომ "ჰიუმან რაიტს უოჩი" ქვეყნებს არ ანიჭებს ქულებს და შესაბამისად, არც მათ რეიტინგს ადგენს. ამას იმით ხსნის, რომ თითოეულ ქვეყანას საკუთარი გამოწვევები აქვს და ანგარიშში აისახება ყველაზე მწვავე პრობლემები თითოეული ქვეყნისთვის. საქართველოს შემთხვევაში, გიორგი გოგია ასახელებს და აღწერს შემდეგ პრობლემებს: კონსტიტუციურ რეფორმას, ძალადობის შემთხვევებზე პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურის პასუხისმგებლობის ნაკლებობას, მკაცრ ნარკოპოლიტიკას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების უზრუნველმყოფი სისტემის არარსებობას, ჰომოფობიას, შრომითი უფლებების დაცვის მექანიზმის არარსებობას, მედიის თავისუფლების კუთხით არსებულ გამოწვევებს.

გიორგი გოგია "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:52:12 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG