Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: გიორგი გობრონიძე


4 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი გობრონიძე, საერთაშორისო ურიერთობათა სპეციალისტი. მან ილაპარაკა ირანში მიმდინარე მოვლენებზე, დასავლეთის პოზიციაზე, ირანში პროტესტის საფუძვლებზე, პროცესის რევოლუციური განვითარების ალბათობასა და ირანის როლზე რეგიონში. ირანში მიმდინარე პროტესტის საფუძველი, გიორგი გობრონიძის თქმით, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და კორუფციული გარემოთი უკმაყოფილებაა. რაც შეეხება შიდაპოლიტიკურ მოთამაშეებს, ისინი ცდილობენ მოერგონ ამ საპროტესტო ტალღას. "დილის საუბრების" სტუმარი არ ეკუთვნის საპროტესტო აქციების სავარაუდო შედეგების მიმართ ოპტიმისტურაც განწყობილთა რიგებს და ამ გადასახადიდან არც საპროტესტო აქციების რევოლუციურ მოძრაობაში გადაზრდის პერსპექტივას ხედავს. რაც შეეხება ირანში მიმდინარე მოვლენების მიმართ აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიერ გამოხატულ მკაფიო პოზიციას, გიორგი გობრონიძე ცალსახად პროტესტის ფაქტორად არ აფასებს. ერთი მხრივ, გასაგებია იმავე აშშ-ის დაინტერესება, თუმცა, სხვა საკითხია რამდენად დაუშვებს ირანის საზოგადოება საგარეო ფაქტორის მნიშვნელოვან ჩარევას შიდაპოლიტიკურ პროცესებში. გიორგი გობრონიძეს ეეჭვება ჰასან როუჰანიმ შეძლოს ისეთი რეფორმების გატარება, რომელიც ირანს არსებული კრიზისიდან გამოიყვანდა. პოლიტოლოგი მცდარად თვლის მოლოდინს, რომ რევოლუციის შემთხვევაშიც კი ირანში დემოკრატია გაიმარჯვებს.

გიორგი გობრონიძე "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:30:17 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG