Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ეკატერინე ციმაკურიძე


სტუმრად ჩვენს ეთერში: ეკატერინე ციმაკურიძე
please wait

No media source currently available

0:00 0:15:51 0:00

31 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ეკატერინე ციმაკურიძე, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" (საია) პროექტის კოორდინატორი. საუბრის დასაწყისში ის გამოეხმაურა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის გატაცებისა და აზერბაიჯანში ჩაყვანის ფაქტს. "ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი ახლა არის ის, რომ პროკურატურამ, როგორც მართლმსაჯულების სისტემის ნაწილმა, ამას უპასუხოს სწორად და ძალიან სწრაფად და ეფექტურად მოხდეს ფაქტის გამოძიება. სხვა გამოსავალი და რეცეპტი არ არსებობს", - ამბობს ეკატერინე ციმაკურიძე. პროკურატურის მიმართ დაბალი ნდობის მიუხედავად, ის იმედოვნებს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების საქმის მნიშვნელობა სათანადოდ იქნება შეფასებული. გადაცემის მეორე ნაწილი დაეთმო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის ანგარიშსა და ზოგადად, სასამართლო რეფორმის შეფასებას. ეკატერინე ციმაკურიძემ განმარტა აგრეთვე ანგარიშის თანაავტორი ორგანიზაციების - საია-სა და "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელთა არგუმენტები, რის საფუძველზეც 30 მაისს ანგარიშის პრეზენტაცია არ შედგა და აქცენტი გაკეთდა სასამართლო რეფორმის გზიდან გადახვევასა და მმართველი ძალის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე. ეკატერინე ციმაკურიძემ აღნიშნა, რომ თვითმიზანი უნდა იყოს არა რეფორმის "ტალღების" რაოდენობა, არამედ მისი შედეგები.

ეკატერინე ციმაკურიძე "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:24:02 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG