Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკატერინე ლალიაშვილი და შალვა ოგბაიძე საგზაო უსაფრთხოებაზე


12 აპრილს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ ეკატერინე ლალიაშვილი, "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე და შალვა ოგბაიძე, თბილისის საკრებულოს წევრი და საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი. მათ ილაპარაკეს "საგზაო მოძრაობის კანონში" დაგეგმილ ცვლილებებზე, რომლებიც სამშაბათს მესამე მოსმენით განიხილა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა. სტუმრებმა აღნიშნეს, რომ ცვლილებების მიღება გააუმჯობესებს არსებულ ვითარებას, თუმცა, არის პოზიციები, რომელთა დაცვაშიც მეტი გაბედულების გამოჩენა შეეძლო ხელისუფლებას. ასეთ საკითხთა შორისაა საბავშვო სავარძლის სავალდებულოდ გამოყენება. ცვლილებების ცენტრალურ ნაწილად ითვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ასქულიანი სისტემა. სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებულია სხვადასხვა რაოდენობის ქულების ჩამოკლება. ერთი წლის განმავლობაში ასი ქულის ამოწურვის შემთხვევაში მძღოლს ჩამოერთმევა მართვის მოწმობა და თავიდან მოუწევს გამოცდის ჩაბარება. შალვა ოგბაიძემ აღნიშნა, რომ ჯარიმები და სანქციები მხოლოდ ნაწილია საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მან ილაპარაკა საკითხის კომპლექსურობაზე და ხელისუფლების სხვადასხვა შტოს პასუხისმგებლობაზე. საუბარი შეეხო აგრეთვე ავტოავარიების გამომწვევი მიზეზებისა და პირობების გამოკვლევის მნიშვნელობას. ეკა ლალიაშვილმა ილაპარაკა საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე მოქალაქეთა ინფორმირების მნიშვნელობაზეც და აღნიშნა, რომ 8-14 მაისს საქართველო მონაწილეობას მიიღებს გაეროს საგზაო უსაფრთხოების გლობალურ კვირეულში.

XS
SM
MD
LG