11 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ ეკა იმერლიშვილი და ია ბახტაძე, "ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის" წარმომადგენლები. მათ ილაპარაკეს ქალთა მიმართ სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის პრობლემების აქტუალიზაციის მნიშვნელობასა და აქცია-მსვლელობაზე, რომელიც 10 დეკემბერს გაიმართა თბილისში სახელწოდებით - "არ დავთმოთ ღამე", რომელიც საერთაშორისო კამპანიის ნაწილია. თბილისში გამართული აქციის მიზანი იყო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა საჯარო სივრცეებში ქალებისა და გოგოების სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის საფრთხეებისადმი. მსვლელობის დაწყების ადგილი საგანგებოდ შეირჩა - ეს იყო გმირთა მოედანთან არსებული მიწისქვეშა გადასასვლელი. მსვლელობა დასრულდა "ახალი მზიურის კაფეში", სადაც გაიმართა დოკუმენტური ფილმის - „ნადირობის ველი“ ჩვენება და დისკუსია.