8 მარტს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ ეკა იმერლიშვილი და ია ბახტაძე, ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრები. მათ ილაპარაკეს ქალთა საერთაშორისო დღეს დაგეგმილ ღონისძიებაზე - "ფემინის-ტური: მსვლელობა ქალთა ისტორიის დასაბრუნებლად". სტუმრებმა ილაპარაკეს იმ ქალებზე, რომლებმაც საუკუნის წინ ბევრი გააკეთეს ქალთა უფლებებისთვის საქართველოში და რომელთა ღვაწლიც უსამართლოდ უცნობია ფართო საზოგადოებისთვის. სწორედ ამიტომ, ფემინისტების დამოუკიდებელმა ჯგუფმა გადაწყვიტა 8 მარტს მსურველებისთვის შეეთავაზებინა ტური თბილისში, რომლის დროსაც გაიხსენებდნენ გასული საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ქალებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ, რომ მათი ხმა გაეგონა საზოგადოებას და იბრძოდნენ საზოგადოების განვითარებისთვის.