Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ეკა გიგაური


სტუმრად ჩვენს ეთერში: ეკა გიგაური
please wait

No media source currently available

0:00 0:42:52 0:00

28 ივნისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ეკა გიგაური, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი. მან ილაპარაკა არასამთავრობო ორგანიზაციების წერილზე საერთაშორისო საზოგადოებრიობისადმი. 30-ზე მეტი ორგანიზაცია მიმართავს დასავლელ პარტნიორებს გამოიყენონ ყველა ბერკეტი იმისათვის, რომ "მკაფიო და ძლიერი გზავნილები" მიაწოდონ საქართველოს ხელისუფლებასა და მმართველ პარტიას ძალაუფლების კონსოლიდაციისკენ მიმართული მცდელობების შესაჩერებლად. წერილი ეხება საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის პროცესს, რომლის ბოლოდროინდელი განვითარება, ხელმომწერი ორგანიზაციების შეფასებით, არის ხელისუფლების "პირდაპირი და გამიზნული" ნაბიჯები ძალაუფლების კონსოლიდაციისკენ და ის ამას ახლა "კონსტიტუციის დონეზე" აკეთებს, "რაც საქართველოში დემოკრატიისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს". ეკა გიგაურის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები იმედოვნებენ, რომ დასავლელი პარტნიორების აზრი და შეფასებები მიმდინარე პროცესზე საქართველოს ხელისუფლებას დაეხმარება თავიდან აიცილოს შეცდომა, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში შერეული საარჩევნო სისტემის შენარჩუნების მცდელობაში გამოიხატება. ეკა გიგაური განმარტავს, რომ არავის ჰქონდა ილუზია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე სრული კონსენსუსი მიიღწეოდა, თუმცა, საარჩევნო სისტემის შეცვლის საკითხს პრინციპულად თვლის და პროექტის ტექსტზე შეთანხმების შემდეგ მმართველი ძალის მიერ პოზიციის შეცვლას აფასებს საფრთხედ როგორც ქვეყნის დემოკრატიული მომავლის, ისე პოლიტიკური სტაბილურობისთვის.

ეკა გიგაური "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:48:52 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG