Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: დავით აფრასიძე და ეკა დანელია


დავით აფრასიძე და ეკა დანელია
დავით აფრასიძე და ეკა დანელია

24 მარტს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ დავით აფრასიძე, პროექტ "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" მენეჯერი და ეკა დანელია, "სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის" წარმომადგენელი. სტუმრებმა ილაპარაკეს ევროკავშირის ახალი პროექტის - "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივისა" და "საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ძირითადი პრინციპების დეკლარაციის" შესახებ. პროექტს განახორციელებს კონსორციუმი "კონრად ადენაუერის ფონდის" ხელმძღვანელობით. კონსორციუმში შედიან: "სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი", "კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი", "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" და "ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი". პროექტის საერთო ბიუჯეტი დაახლოებით 5 მილიონი ევროა და ის 2020 წლის ბოლომდე განხორციელდება. რაც შეეხება დეკლარაციას, მის შემუშავებაში ბევრი ორგანიზაცია მონაწილეობდა და როგორც ავტორები თვლიან, არის სამოქალაქო საზოგადოების თვითრეგულირებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი. დეკლარაციის პროექტის შემუშავებისთვის გაიმართა სამუშაო შეხვედრები რეგიონებშიც. განხილვაში მონაწილეობა მიიღო 200-ზე მეტმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ. დეკლარაციაში ჩაიწერა 16 ძირითადი პრინციპი, მათ შორის: ადამიანის უფლებების დაცვა, კანონის უზენაესობის ხელშეწყობა, თანასწორობის აღიარება, გამჭვირვალება, მშვიდობის ხელშეწყობა, ხელისუფლებასთან თანამშრომლობა, შიდა დემოკრატიის ხელშეწყობა და ა.შ..

გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG