Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: დათო სიხარულიძე


სტუმრად ჩვენს ეთერში: დათო სიხარულიძე
please wait

No media source currently available

0:00 0:42:53 0:00

26 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო დათო სიხარულიძე, "საქართველოს ატლანტიკური საბჭოს" გამგეობის თავმჯდომარე. მან ილაპარაკა ნატოს 25 მაისის სამიტსა და ამ ფორუმზე სახელმწიფოთა ლიდერების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, რომელთა უდიდესი ნაწილი ეხება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას და ნატოს მეტად ჩართვას ამ ბრძოლაში. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 25 მაისს, დღის ბოლოს გამართულ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა თავდაცვის სფეროში მეტად ინვესტირების განზრახვაზე და ამ განზრახვის სისრულეში მოყვანის გზებზე, შეეხო რუსეთის მიმართ პოლიტიკის სპეციფიკასაც - როცა ალიანსი ერთი მხრივ აძლიერებს თავდაცვას, მეორე მხრივ კი ღიაა რუსეთთან დიალოგისთვის. გარდა ამისა, იენს სტოლტენბერგი მიესალმა ჩერნოგორიის პრემიერ-მინისტრს, რომელიც მონაწილეობდა 25 მაისის შეკრებაში, რადგან რამდენიმე კვირაში ჩერნოგორია ნატოს წევრი 29-ე ქვეყანა გახდება. ნატოს გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ნატო ღიაა ნებისმიერი ქვეყნისთვის, ვინც მის ფასეულობებს გაიზიარებს და სურვილი ექნება წვლილი შეიტანოს ალიანსის საქმიანობაში. დათო სიხარულიძეს სჯერა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა და მეტიც - სჯერა, რომ ის იქნება 30-ე წევრი ქვეყანა. დათო სიხარულიძემ ილაპარაკა საქართველოს მიერ ნატოს წევრობისკენ გადასადგმელ ნაბიჯებზე. გადაცემაში საუბარი შეეხო თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ჩატარების მნიშვნელობას.

დათო სიხარულიძე "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:49:22 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG