Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დათო ჭიპაშვილი: "როცა ადამიანები ვერ პოულობენ სამართალს, ისინი უბრუნდებიან ტრადიციულ გზებს"


15 მარტს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო დათო ჭიპაშვილი, "მწვანე ალტერნატივის" წარმომადგენელი. მან ილაპარაკა საქართველოში ჰიდროელექტრო სადგურების დაგეგმვისა და მშენებლობის პრაქტიკაზე, როცა ხდება, გარემოს დამაზიანებელი ზემოქმედებისა და მოსახლეობის სხვა ინტერესების უგულებელყოფა. დათო ჭიპაშვილმა აღწერა ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის ბოლო წლების ისტორია და სტრუქტურა. მან ილაპარაკა იმაზეც, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს ყველაზე ხშირად ერთი კონკრეტული კომპანია წერს და ისინი ძალიან ჰგავს ერთმანეთს. დათო ჭიპაშვილს თავად აქვს ბევრი კითხვა - ვის ინტერესებშია და რას ემსახურება ერთი მხრივ - მოსახლეობის ინტერესების უგულებელყოფით და მეორე მხრივ ეკონომიკურად წარუმატებელი პროექტების განხორციელება? "მწვანე ალტერნატივის" წარმომადგენელმა დილის ეთერში ილაპარაკა სვანეთის მოსახლეობის მზარდი პროტესტის მიზეზებსა და ფორმებზეც.

დათო ჭიპაშვილი "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:59:30 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG