Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ბიძინა ლებანიძე


23 თებერვალს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ბიძინა ლებანიძე, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, ბრემენის უნივერსიტეტის ასოცირებული მკვლევარი, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი. მან ილაპარაკა საქართველოს ევროკავშირისკენ გზაზე - ისტორიაზე, თანამედროვე გამოწვევებსა და პერსპექტივაზე. ბიძინა ლებანიძე პროცესს აფასებს მისი მონაწილე ორივე მხარის ნაბიჯების საფუძველზე. ბიძინა ლებანიძე თვლის, რომ ევროინტეგრაციის პროცესისთვის მნიშვნელობა აქვს გამოკვეთილ ორიენტირს და ყოველ ეტაპზე დინამიკის ხელშემწყობ ნაბიჯს, რაც კონკრეტულ შედეგს მოიტანდა უვიზოდ მიმოსვლის მსგავსად. იმ პირობებში, როცა ევროკავშირის გაფართოება ახლო მომავალში არ იგეგმება, საჭიროა ასოცირების შეთანხმების შემდგომ ორიენტირზე ფიქრი და ასეთად ბიძინა ლებანიძე ხედავს ევროპარლამენტის მიერ შემოთავაზებულ იდეას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის "აღმოსავლეთ პარტნიორობა+" (EaP+)-ს განიხილავს. მკვლევარი თავის ერთ-ერთ სტატიაში ევროკავშირის პოზიციაზე წერს: "გადაწყევტილების არარსებობა ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნების მთავრობებს რეფორმების განხორციელების მოტივაციას დაუკარგავს და შიდა ძალთა ბალანსს რეფორმების მოწინააღმდეგე ჯგუფების სასარგებლოდ შეცვლის. მსგავსი მიდგომა ასევე გააძლიერებს რუსეთის „ხომ გეუბნებოდით“ ნარატივს, რომელიც ევროკავშირს წარმოაჩენს, როგორც უუნარო და რეგიონში ინტერესის არმქონე მოთამაშედ".

ბიძინა ლებანიძე "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:52:03 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG