Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ბიძინა ლებანიძე


ბიძინა ლებანიძე "ქართული ოცნების" მმართველობის 100 დღეზე
please wait

No media source currently available

0:00 0:40:20 0:00

23 თებერვალს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ბიძინა ლებანიძე, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, ფრაიბურგის უნივერსიტეტის ასოცირებული მკვლევარი,"საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" (GIP)-ის უფროსი მკვლევარი.

ბიძინა ლებანიძე "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:49:23 0:00
გადმოწერა

მან ილაპარაკა "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" მიერ მომზადებულ გამოკვლევაზე "ქართული ოცნების" მმართველობის 100 დღე: რეალობის შეფასება". ნაშრომში შეფასებულია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ეკონომიკის, სოციალურ, საგარეო და უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სფეროებში. ავტორები მკითხველს შეახსენებენ "ქართული ოცნების" საარჩევნო დაპირებებს და მათთან ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისობას. ნაშრომში განხილულია მთავრობის მიერ გადადგმული ის ნაბიჯებიც, რომლებიც საარჩევნო დაპირებებს მიღმაა და რომელთა გადადგმაც შექმნილმა ვითარებამ განაპირობა - მაგალითად, ლარიზაციის გეგმა. ბიძინა ლებანიძის თქმით, განვლილი 100 დღის ანალიზმა აჩვენა, რომ ყველაზე პრობლემურია ეკონომიკისა და დემოკრატია/ადამიანის უფლებების სფეროები.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG