Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: გიორგი კეპულაძე და ბესიკ ნამჩავაძე


21 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ გიორგი კეპულაძე, "საზოგადოება და ბანკების" გამგეობის თავმჯდომარე და ბესიკ ნამჩავაძე, "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" ეკონომისტი. მათ ილაპარაკეს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ბიზნესზე და ახალ რეგულაციებზე, რომლებიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დაწესდა. ცვლილების მიხედვით, "ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს სრული ინფორმაცია ვალუტის გაცვლის კურსის, მომსახურების საკომისიოს და საყურადღებო კურსის (ასეთების არსებობის შემთხვევაში) შესახებ. საყურადღებო კურსი - ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ განსაზღვრული კურსია, რა დროსაც ვალუტის ყიდვისა და გაყიდვის კურსებს შორის სხვაობა 3%-ს აღემატება". "დილის საუბრების" სტუმრები თვლიან, რომ ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისთვის დაწესებული რეგულაციები კეთილსინდისიერი მეწარმეებისთვის არაფერს შეცვლის და მიმართული თაღლითობის მცდელობების აღმოსაფხვრელად. გიორგი კეპულაძემ და ბესიკ ნამჩავაძემ ილაპარაკეს აგრეთვე უცხოურ ვალუტებთან ლარის გაცვლითი კურსის დადგენის მექანიზმზე.

გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG