Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: არჩილ ჩოფიკაშვილი


არჩილ ჩოფიკაშვილი, აფგან მუხთარლის ადვოკატი
არჩილ ჩოფიკაშვილი, აფგან მუხთარლის ადვოკატი

16 ივნისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრებში" ტელეფონით ჩაერთო არჩილ ჩოფიკაშვილი, აფგან მუხთარლის ადვოკატი, "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლისა" და "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" წარმომადგენელი. მან ილაპარაკა აფგან მუხთარლის თბილისში გაუჩინარების საქმეზე საქართველოში მიმდინარე გამოძიებაზე და აღნიშნავს, რომ ეს პროცესი ბევრ კითხვას ბადებს. არჩილ ჩოფიკაშვილის თქმით, საქმეზე დღემდე დაკითხულია 200 მოწმე, რომელმაც აღმოჩნდა, რომ "არაფერი იცის" მომხდარზე: "როგორც წესი გამოძიება კითხავს იმ მოწმეებს და იმ მოწმეთა ჩვენებების ოქმებს აგროვებს, ვინც რამე იცის მომხდარ დანაშაულზე. ასეთი ანეკდოტივითაც არის: ბრალდებულს გაუკვირდება - ბატონებო როგორ გამასამართლეთ, მხოლოდ ორი ადამიანი მადებს ხელს და მე კი შემიძლია 200 ადამიანი მოვიყვანო, ვისაც არ დაუნახავს, რომ მოვიპარეო. დაახლოებით ასეთი ანეკდოტური სიტუაციაა. ასეთივე წარმატებით შეიძლება ორი თვის მერე თქვან 700 მოწმეა დაკითხული და მოდით, დაელოდეთ გამოძიებას. არ არის ეს ობიექტური და ლოგიკური. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ვიდეომასალების ამოღება დაწყებულია შეტყობინებიდან ერთი კვირის შემდეგ", - ამბობს არჩილ ჩოფიკაშვილი. მის ხელთ არსებული ინფორმაციით, დღემდე შემთხვევის ადგილიც არ არის დათვალიერებული. ადვოკატის შეფასებით, ეს არ არის ის შემთხვევა, როცა დანაშაულის გამოძიება სირთულის გამო ჭიანურდება. "დილის საუბრებისთვის" მიცემულ ინტერვიუში არჩილ ჩოფიკაშვილმა ილაპარაკა დაცვის მხარის მიერ დღემდე გადადგმულ ნაბიჯებზეც.

არჩილ ჩოფიკაშვილი "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:08:41 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG