Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ანუნა ბუკია და მარი ნაკანი


10 ნოემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ ანუნა ბუკია, კამპანიის ერთ-ერთი ინიციატორი, ციფრული კომუნიკაციების კომპანია "კოპეშიას" წარმომადგენელი და მარი ნაკანი, ფოტოგრაფი. ანუნა ბუკია კამპანია "გამოიყვანეს" ერთ-ერთი ინიციატორია, მარი ნაკანი კი - ამ კამპანიის მონაწილე და მხარდამჭერი. სოციალური კამპანიის "გამოიყვანე" ინიციატორებს სურთ მეტი ყურადღება მიექცეს 55 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის ინტეგრაციას და სოციალიზაციას. კამპანიამ აქტიური გამოხმაურება ჰპოვა სოციალურ ქსელებში. ანუნა ბუკიამ "დილის საუბრების" ეთერში თქვა, რომ მას და მის თანამოაზრეებს კამპანიის წამოწყების იმპულსი მისცა გაეროს სტატისტიკამ, რომლის თანახმადაც, საქართველოში 65 წლისა და მეტი ასაკის მოსახლეობის წილი 2030 წლისთვის 19%-ს მიაღწევს და გაიზრდება მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლიობა. საქართველოს ბოლო თითქმის სამი ათწლეულის განვითარებამ უფროს ასაკის მოსახლეობის დიდი ნაწილი საზოგადოების აქტიური ცხოვრების მიღმა დატოვა. კამპანიის სამიზნე 35 და ნაკლები ასაკის მოსახლეობაა, რომელიც უნდა დაინტერესდეს უფროსი თაობის საჭიროებებით და იზრუნოს მათ მეტ სოციალიზაციაზე. მარი ნაკანმა ილაპარაკა თავის ფოტოპროექტზე, რომელშიც უმცროსი და უფროსი თაობის ოჯახის წევრები მონაწილეობდნენ და პირად გამოცდილებაზე, რამაც პრობლემის სიმწვავე დაანახა.

გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG