4 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ანანო ცინცაბაძე, ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" წარმომადგენელი. მან ილაპარაკა დეკლარაციაზე, რომელიც 28 სექტემბერს ხელმოსაწერად გაეგზავნათ თბილისის მერობის კანდიდატებს. დეკლარაციის ხელმოწერით, კანდიდატები იღებენ ვალდებულებას, ბოლომდე აღასრულონ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მიმდინარე პროგრამით გათვალისწინებული სამოქმედო გეგმა და მომავალშიც განახორციელონ მნიშვნელოვანი რეფორმები სახელმწიფო მმართველობის გამჭვირვალობისა და ღიაობის უზრუნველსაყოფად. საქართველო OGP-ს თავმჯდომარე ქვეყანაა. არასამთავრობო ორგანიზაციების დეკლარაცია ხელმოსაწერად თბილისის მერობის კანდიდატებს იმის გამო გაეგზავნათ, რომ საქართველოდან "ღია მმართველობის პარტნიორობის" ერთ-ერთი წევრი ქალაქ თბილისის მთავრობა, რაც მას გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს.