Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ალიკა კუპრავა


სტუმრად ჩვენს ეთერში: ალიკა კუპრავა
please wait

No media source currently available

0:00 0:41:14 0:00

16 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ალიკა კუპრავა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარი. მან ილაპარაკა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მზადების პროცესზე: საკონსტიტუციო კომისიის ფორმატზე, მუშაობის წესსა და მიზნებზე. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ 2017 წლის 30 აპრილამდე უნდა მოამზადის კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი. ალიკა კუპრავას აზრით, მმართველი ძალისთვის ცნობილია რა ტიპის ცვლილებების მომზადება სურს და ერთ-ერთი მათ შორის შეეხება პრეზიდენტის ინსტიტუტს. "დილის საუბრების" სტუმარმა აღნიშნა, რომ კონსტიტუციის არსებული რედაქციით არ არის უზრუნველყოფილი მთავრობისთვის უნდობლობის კონსტრუქციული ვოტუმის გამოცხადებისა და ახალი მთავრობის დამტკიცების უწყვეტობა. მკვლევარმა აღნიშნა ისიც, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცესი, როგორც წესი, ფორმალურ ხასიათს ატარებს. რეალურად, საბოლოო შედეგზე ეს პროცესი გავლენას ვერ მოახდენს. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულებით განისაზღვრა მისი შემადგენლობა და სამუშაო ჯგუფები. ოთხი ასეთი ჯგუფი განისაზღვრა: ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა; საქართველოს პარლამენტის, ფინანსებისა და კონტროლის და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხთა; საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და თავდაცვის საკითხთა;ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა. კომისიის პირველი სხდომა წელსვე გაიმართება.

ალიკა კუპრავა "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:49:38 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG