15 იანვარს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ სანდრო ჭილაძე და გიორგი ტყემალაძე, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ Facebook-ზე შექმნეს იუმორისტული გვერდი "მიბაძე ჯემალას". გვერდი, რომელიც მომხმარებელში დიდი პოპულარობით სარგებლობს, სოციალურ ქსელებში ადამიანების ქცევას ეხება. გვერდის გმირი, "ჯემალა" ცდილობს სხვა ადამიანებს დაანახვოს, რისი დაწერა შეიძლება, მაგალითად, Facebook-ზე და რისი არა, როგორ სჯობს მოქმედება სტატუსების წერას და რამდენად კარგად რეაგირებს ქართველი ინტერნეტმომხმარებელი კრიტიკაზე.