ჩვენი სტუმრები: რამაზ სამხარაძე და გიორგიო გოცირიძე
17 იანვარს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმრები იყვნენ სამაუწყებლო კომპანია "ჰერეთის" დამფუძნებელი რამაზ სამხარაძე და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იუროსტი გიორგი გოცირიძე. 15 იანვარს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ძალადაკარგულად გამოაცხადა შპს „ენერჯი გრუპისთვის“ 2013 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილებით მინიჭებული ლიცენზია. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას იღებდა შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთიც“, რომელმაც 2013 წლის სექტემბერში სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა შპს „ენერჯი გრუპისთვის“ რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. რა გახდა ამ მოთხოვნის მიზეზი და რატომ დააკმაყოფილა ნაწილობრივ კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „ჰერეთის“ მოთხოვნა?
ეპიზოდები
-
ნოემბერი 29, 2024
აქციის დაშლა და ძალადობა დემონსტრანტებზე
-
ნოემბერი 19, 2024
როგორ განვითარდა მოვლენები ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე?
-
ნოემბერი 13, 2024
23 საათი სასამართლო სხდომაზე
-
ნოემბერი 12, 2024
ელზა გურგენიძე „ზაოდზე“, ქმარზე და მარწყვის ტორტზე
-
ნოემბერი 12, 2024
როგორ გავხდი IRONMAN