5 იანვარს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო რეჟისორი ნინო ბასილია, რომელმაც რამდენიმე დღის წინ დაასრულა მუშაობა სრულმეტრაჟიან ფილმზე "ანას ცხოვრება". ფილმი ჰყვება ამბავს მარტოხელა დედისა, რომელსაც მარტოს უწევს ზრუნვა აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე შვილზე. ფილმი ეროვნული კინოცენტრის დაფინანსებით არის გადაღებული და მისი პრემიერა იანვრის ბოლოს გაიმართება შვედეთში, გეტებორგის საერთაშორისო კინოფესტივალზე.