31 დეკემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო კინომცოდნე ნინა ანჯაფარიძე, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ლონდონში ქართული კინოს დღეების ორგანიზატორია. ნინა საუბრობდა იმ გამოხმაურებებზე, რაც ქართული ფილმების ჩვენებას ახლავს ხოლმე თან სხვა ქვეყნებში და მოვლენებზე, რაც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა კინოინდუსტრიისთვის.