8 სექტემბერს „თავისუფლების დილის“ სტუმარი იყო უჩა სეთური, „საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი. ასოციაცია ერთ-ერთი ორგანიზატორია ინტერნეტმმათველობის ფორუმისა, რომელიც ყოველწლიური ღონისძიებაა და 2017 წელს 11-12 სექტემბერს გაიმართება.
რა მნიშვნელოვანი საკითხები დგას ინტერნეტის განვითარების წინაშე, რამდენად კოორდინირებულად მუშაობენ სახელმწიფო უწყებები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ამ სფეროს წარმომადგენელი კომპანიები და რა საკითხები იძენს მნიშვნელობას წლიდან წლამდე – ამ თემებზე ვისაუბრეთ სტუმართან ერთად.