2000 წლის აგვისტოში „კურსკი“ რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის 30 ხომალდთან ერთად მონაწილეობდა ბარენცის ზღვაში მიმდინარე სწავლებებში. ფლოტილიის ფლაგმანი იყო კრეისერი „პეტრე დიდი“. წვრთნებისთვის გამოათავისუფლეს ტერიტორია მურმანსკიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახლოებით 150 კილომეტრზე. რუსეთის ნავების წვრთნებს აკვირდებოდა აშშ-ის „მემფისის“ ტიპის ორი ატომური წყალქვეშა ნავი.
„კურსკი“ წარმოადგენდა ოსკარის ტიპის რუსეთის ატომურ წყალქვეშა ნავს. მისი მშენებლობა 1992 წელს დაიწყო სევეროდვინსკში და ორი წელი გასტანა. ამ ტიპის ნავებზე ამბობდნენ, რომ ისინი არ იძირება, რადგან ორმაგი კორპუსი აქვთ.
გემის პროპელერი
154 მეტრი
18.2 მეტრი
- სიმძლავრე 98 000 ცხენის ძალა
-სიჩქარე: ზედაპირზე 15 კვანძი (33,3 კმ/სთ). ზედაპირის ქვეშ - 33 კვანძი (52 კმ/სთ)
- ცურვის ავტონომიურობა 120 დღე-ღამე
- სამუშაო სიღრმე 420 მ
- მაქსიმალური სიღრმე 500 მ
ორი ატომური რეაქტორი
ეკიპაჟი 130-მდე ადამიანი
24 П-700 ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა „გრანიტი“
24 ტორპედო „შკვალი“.
533-მილიმეტრიანი ტორპედოს ოთხი დანადგარი
650-მილიმეტრიანი ტორპედოს ორი დანადგარი
ტორპედოების განყოფილების წყალგაუმტარი კარები ღია იყო აფეთქების მომენტში. ამის გამო ატომური წყალქვეშა ნავის ცხრა ნაკვეთურიდან ორი დასკდა. დაიღუპა 7 ადამიანი, დაიჭრა 36. ეკიპაჟმა ვერ მოახერხა ესარგებლა ავარიული სისტემებით.
2000 წლის 12 აგვისტოს წვრთნის ფარგლებში წყალქვეშა ნავმა „კურსკმა“ მოახდინა იმიტაცია ფრთოსანი რაკეტა „გრანიტის“ გაშვებისა წყალზედა ხომალდების ესკადრაში.
ოფიციალური ვერსიით, ადგილობრივი დროით 11:28-ზე ტორპედოს განყოფილებაში გაჟონა მაღალი კონცენტრაციის წყალბადის ზეჟანგმა, რომელიც ტორპედოების საწვავად გამოიყენებოდა. ის ჯაჭვურ რეაქციაში შევიდა ნაკვეთურში არსებულ სპილენძსა და თითბერთან, რამაც გამოიწვია აფეთქება
აფეთქების შემდეგ სეისმომეტრებმა რიხტერის შკალით 1,5-2,2 ძალის ბიძგი დააფიქსირეს.
აფეთქებამ გაანადგურა ნავის კორპუსი, რომელიც 1000 მეტრამდე სიღრმის წნევაზე იყო გათვლილი. მეორე და მეოთხე ნაკვეთურებში წყალმა დაიწყო შეღწევა წამში 90000 ლიტრის სიჩქარით. იმ განყოფილებაში მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა. ატომური რეაქტორების ნაკვეთურები ხელუხლებელი დარჩა.
მეორე აფეთქების შემდეგ სეისმომეტრებმა მთელ ჩრდილოეთ ევროპაში დააფიქსირეს რიხტერის შკალით 3,5-4,4 ძალის ბიძგი
ნავში მომხდარ ორ აფეთქებას 23 მეზღვაური გადაურჩა. ისინი მოგროვდნენ მეცხრე ნაკვეთურში, რომელსაც მეორე დამატებითი გასასვლელი ჰქონდა. იმ მომენტისთვის მათ სათითაოდ შეეძლოთ დაეტოვებინათ ნავი, რომელიც 100 მეტრ სიღრმეზე იმყოფებოდა. მაგრამ ეკიპაჟმა უარი თქვა ნავის დატოვებაზე და გადაწყვიტა მაშველ გემს დალოდებოდა. რეაქტორების საავარიო გამორთვიდან ცოტა ხნის შემდეგ გამოირთო ენერგიის საავარიო წყაროც. ამის შემდეგ წყალქვეშა ნავში ტემპერატურის ვარდნა დაიწყო. მაშველებმა ვერ მოახერხეს ეკიპაჟთან კონტაქტის დამყარება.
1
2
გემის პროპელერი
154 მეტრი
18.2 მეტრი
- სიმძლავრე 98 000 ცხენის ძალა
-სიჩქარე: ზედაპირზე 15 კვანძი (33,3 კმ/სთ). ზედაპირის ქვეშ - 33 კვანძი (52 კმ/სთ)
- ცურვის ავტონომიურობა 120 დღე-ღამე
- სამუშაო სიღრმე 420 მ
- მაქსიმალური სიღრმე 500 მ
i
i
i
i
1
2
2
1
2
1
2
2000 წლის 15 აგვისტო
საზღვაო ხელმძღვანელობა სამაშველო სამუშაოების დაწყებას აცხადებს. 20-ზე მეტი ხომალდი გაემართა ჩაძირული წყალქვეშა ნავისკენ. მაგრამ ქარიშხალმა ხელი შეუშალა ოპერაციის დაწყებას

ეკიპაჟის გადარჩენის მცირე იმედიღა დარჩა. რუსეთის საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ცნობა, რომ წყალქვეშა ნავში წყალმა შეაღწია.
108 მ
2000 წლის 18 აგვისტო
სამაშველო აპარატი პირველად ჩაეშვა ჩაძირულ წყალქვეშა ნავთან. ძლიერი წყალქვეშა დინებების გამო მან ვერ მოახერხა ხომალდთან შეპირაპირება. 20 აგვისტოს ოპერაციას შეუერთდნენ ნორვეგიის ხომალდი „ნორმან პირველაღმომჩენი“ და ბრიტანეთის წყალქვეშა ნავი LR5.
2000 წლის 21 აგვისტო
დაახლოებით 13:00 საათზე მყვინთავებმა მოახერხეს წყალქვეშა ნავის ერთ-ერთი საავარიო გასასვლელის გარე და შიდა კორპუსების გახსნა

წყალქვეშა ნავის საავარიო გასასვლელის მახლობლად პირველი მეზღვაურის გვამი აღმოაჩინეს. 17:00-ზე ჩრდილოეთის ფლოტის ვიცე-ადმირალმა მიხაილ მოცაკმა ოფიციალურად დაადასტურა „კურსკის“ მთელი ეკიპაჟის დაღუპვა.
ზედაპირზე ამოიტანეს „კურსკის“ კორპუსის უდიდესი ნაწილი, გარდა ქიმისა. 2001 წლის 8 ოქტომბერს კორპუსი ჩაიტანეს მურმანსკის მახლობლად მდებარე სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემშემკეთებელ ქარხანაში. ხომალდი, რომელიც წელიწადზე მეტ ხანს იყო წყალქვეშ, საგანგებოდ მოწყობილ ბარჟა „გიგანტ 4“-ზე აათრიეს.

რობოტიზებულმა ხერხმა, რომელსაც სპეციალური ჰიდრავლიკური ტუმბოთი მართავდნენ, „კურსკის“ დაზიანებული ქიმი გაჭრა.
ნამსხვრევებიდან ამოიტანეს 118-დან 115 ცხედარი და რუსეთში დაასაფლავეს. ტორპედოების განყოფილებაში ნაპოვნი სამი ადამიანის ამოცნობა ვერ მოოხერხდა.
დაღუპულები
0
აფეთქება
შველა
ნორვეგია
შვედეთი
ფინეთი
რუსეთი
კურსკი
"კურსკის" ტრაგედია

ითვლებოდა, რომ რუსეთის ატომური წყალქვეშა ნავი „კურსკის“ ჩაძირვა შეუძლებელი იყო, მაგრამ 2000 წლის 12 აგვისტოს ამ ნავზე 118 მეზღვაური დაიღუპა. „კურსკი“ ფსკერისკენ წავიდა მასში მომხდარი ორი აფეთქების შემდეგ. რამ გამოიწვია ტრაგედია და როგორ ჩატარდა სამაშველო ოპერაცია 15 წლის წინ?
წყაროები: mmspektrum.com, akademon.cz, wikipedie.cz, military.cz, ru.wikipedia.org