ვისთვისაც კარგად ნაცნობია თურქეთში მოპაექრე საფეხბურთო გუნდების ქომაგთა მწვავე ურთიერთდაპირისპირება, წარმოუდგენლად ეჩვენება საერთო მტრის წინააღმდეგ მათი გაერთიანება. სწორედ ასეთი საოცრება ხდება დღეს თურქეთის ქუჩებში. პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოანის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციები გრძელდება და მათ სხვადასხვა საფეხბურთო კლუბის გულშემატკივრები უერთდებიან.