1 თებერვალს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო გამომცემელთა ასოციაციის ხელმძღვანელი გვანცა ჯობავა, რომლმაც 29 იანვარს მონაწილეობა მიიღო გერმანიაში, ქალაქ კიოლნში, გამართულ სახელმძღვანელოების გამომცემელთა მსოფლიო ფორუმში. ფორუმის ფარგლებში გვანცამ მოამზადა მოხსენება ქართული სახელმძღვანელოების გარშემო მიმდინარე პროცესების შესახებ. 2013 წელს განათლების მაშინდელი მინისტრი, გიორგი მარგველაშვილი, გამოვიდა ინიციატივით, ყველა მოსწავლესუფასოდ მიეღო სახელმძღვანელოები. წიგნები, რომელთა შექმნასა და გამოცემაში გამომცემლობებისა და ავტორების მრავალწლიანი შრომა იყო ჩადებული, სახელმწიფომ უფასოდ მოიპოვა გამომცემლობებისგან და, უკვე მესამე წელია,მათ შექმნილ პროდუქტს თავად სტამბავს და არიგებს. ინიციატივა განიხილება როგორც კერძო საკუთრების ხელყოფა და სხვისი ინტელექტუალური საკუთრების უკანონოდ მითვისება. გამომცემლები თავიანთი უფლებების დაცვას სასამართლოში ცდილობენ, თუმცა ვითარება ამ დრომდე არ შეცვლილა. სახელმწიფოს მიერ სახელმძღვანელოების უფასოდმითვისებამ საგამომცემლო ბიზნესი სერიოზული ფინანსური პრობლემების წინაშე დააყენა. საერთაშორისო დონეზე ამ პრობლემების მასშტაბური განხილვა სახელმძღვანელოების გამომცემელთა მსოფლიო კონგრესამდე არ ყოფილა, შესაბამისად, საინტერესოა, რა შედეგები მოჰყვება გვანცა ჯობავას მოხსენებას.