შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მხრივ გორში არსებული ვითარება ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების კრიტიკას იწვევს. ეს საკითხი სხვა პრობლემებთან ერთად კიდევ ერთხელ დაისვა სამოქალაქო საზოგადოებისა და გორის თვითმმართველობის წარმომადგენელთა შეხვედრაზე, რომლის ინიციატორიც ქალაქის საკრებულო იყო.