გორის რაიონის სოფელ წედისში საინფორმაციო სააგენტო „ინფო-9“-ის გადამღებ ჯგუფს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ჟურნალისტი რეზო ნადირაძე და ოპერატორი ლექსო ალექსიძე სოფელში საპროტესტო აქციის გასაშუქებლად იყვნენ ჩასულები. წედისელები, სასმელი წყლის მიწოდების მოთხოვნით, გზის გადაკეტვას აპირებდნენ. მოულოდნელად სოფელში მერსედესის მარკის მანქანა გამოჩნდა, ნომრით (SOV 001) მანქანიდან გადმოსულმა ერთ-ერთმა პირმა ჯერ მიკროფონს ჩაარტყა, ხოლო როცა ჟურნალისტი დაინტერესდა ამას რატომ აკეთებდა, მეორე პირმა ჟურნალისტს და ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ეს ყველაფერი ვიდეომასალაზეცაა დაფიქსირებული.
კონფლიქტში სოფლის მოსახლეობა ჩაერთო და იქ მისული პირები იძულებულნი გახდნენ წედისი დაეტოვებინათ.
წედისელებმა მერსედესით მისული პირები იქვე ამოიცნეს. ერთი მათგანი მეზობელ სოფელ ატენში მცხოვრები პოლიციელი სამსონ ვანიშვილი აღმოჩნდა, რომელიც ჟურნალისტებს საქმიანობაში ხელს უშლიდა.
„ინფო-9“-ის ჟურნალისტი რეზო ნადირაძე იხსენებს, რომ სოფელში მისული პირები აგრესიულად იქცეოდნენ და ჯერ მიკროფონს ურტყამდნენ, შემდეგ კი სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადავიდნენ. ნადირაძის თქმით, „ინფო-9“- ის კიდევ ერთი გადამღები ჯგუფი ვანიშვილების სახლში მივიდა, სადაც ოჯახის წევრებმა დაადასტურეს, რომ სამსონ ვანიშვილი პოლიციის თანამშრომელია.
ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ ინციდენტში მამა-შვილი ოთარ და სამსონ ვანიშვილები მონაწილეობდნენ. მათი თქმით, პროვოცირება ჯერ მამამ დაიწყო, უფრო აგრესიული კი პოლიციელი შვილი იყო.
გორის რაიონში ბოლო დროს კვირა ისე არ გავა, რომ ჟურნალისტს შეურაცხყოფა არ მიაყენონ. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მონაცემებით, რეგიონში წელს უკვე ჟურნალისტების საქმიანობაში ხელის შეშლის მე–8 შემთხვევაა დაფიქსირებული. არც ერთი საქმე ბოლომდე გამოძიებული არ არის.