გოეთეს ინსტიტუტმა და dvv international-ის კავკასიისა და თურქეთის რეგიონალურმა ოფისმა დააწესეს პრემია, რომელიც ყოველწლიურად გადაეცემა კულტურის ქართველ მოღვაწეებს გერმანულ-ქართული კულტურული ურთიერთობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. პრემიას ქართველი მწერლისა და ფილოსოფოსის, გივი მარგველაშვილის სახელი მიენიჭა. 2013 წლის პრემიის ლაურეატი თავად გივი მარგველაშვილი გახდა. დაჯილდოების ცერემონია მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრში მოეწყო.